Страницы

четверг, 9 мая 2019 г.

გაკვეთილის რეფლექსია

გარე დაკვირვების 5 გეგმა



კვლევის ანგარიში

понедельник, 8 мая 2017 г.

პროექტი

პროექტის სახელწოდება: ჩემი ოჯახის ისტორია რუსი ტურისტისთვის გასაცნობად
1.პროექტის მთავარი იდეა(თემა):
საოჯახო ალბომებში უძველესი და საინტერესო  ფოტოების მოძიება,ფოტოზე გამოსახული წინაპრების ვინაობის  დადგენა,  მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დაინტერესებული რუსი სტუმრისთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობა.
 2. პროექტის აქტუალობა: 
მოსწავლეები არ ფლობენ თავიანთი წინაპრების შესახებ ინფორმაციას ან მცირეა ინტერესი გაიგონ მეტი საკუთარი გვარის შთამომავლობის ისტორიაზე. ასევე ძალზედ აქტუალურია საზღვრისპირა რეგიონში რუს  თანამოსაუბრესთან საკომუნიკაციო ურთიერთობის დამყარების საჭიროება და მათზე ქართველი ერისა და ქვეყნის ისტორიაზე დადებითი განწყობის შექმნა
   
3. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას  ოჯახის ისტორიაზე, წინაპრების ცხოვრებაზე,დააკავშირებენ ქვეყნის ისტორიას მათ ცხოვრებასთან. დაადგენენ თუ რა გავლენა მოახდინა იმდროინდელ საქართველოში მიმდინარე პროცესებმა მათ ბედზე. დაასკვნიან თუ როგორია მათი წინაპრების  წვლილი ქვეყნის ისტორიაში. გამზადებულ მასალას გადათარგმნიან რუსულ ენაზე,მოემზადებიან ტურისტთან შესახვედრად.ამით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და განავითარებენ უცხოელთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ - ჩვევებს.

4. მონაწილეთა ასაკი:         8 კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა:      2 თვე

6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:               

შემეცნებითი: მოსწავლეებში  ინტერესის გაღვივება შეიცნონ საკუთარი წინაპრების ცხოვრების წესი და ადათი. გაიგონ სად და როდის იყო სურათი გადაღებული, აღწერონ XX საუკუნის პირველი ნახევრის ჩაცმულობის სტილი.თავი მოუყარონ ნასწავლ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს,რათა გამართონ დიალოგი რუს ტურისტთან. 

აღმზრდელობითი: მოსწავლეების დაინტერესება წარსული ეპოქით,ცხოვრების წესით.  ძველი და ახალი თაობის დაახლოება, ურთიერტპატივისცემა და უფროსი თაობის დაფასება. საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ღირებულებების გაცნობა და დაფასება უცხოელი მოქალაქეების წინაშე.                                                                

განმავითარებელი: ინფორმაციის ძიების, შეგროვების და შენახვის უნარების განვითარება. შემოქმედებითი,კომუნიკაციური და ინფორმაციული კომპეტენტურობის უნარების ამაღლება და განვითარება.

7.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ძველი ფოტოალბომები,ძველი ფოტოები,სხვადასხვა წარწერები, ჩანაწერების რვეულები,მარკერები,საწერკალმები, ფოტოაპარატი, ქართულ-რუსული სასაუბრო,ლექსიკონი,კომპიუტერი. 

8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
 პროექტში ჩაწვდომა: პრობლემის განსაზღვრა, თუ რატომ ვიცით ძალიან ცოტა  საკუთარი გენეოლოგიის, ოჯახის ისტორიის, წინაპრების შესახებ. რატომ არ გვაინტერესებს გავიგოთ და ვიცოდეთ მეტი მათ ცხოვრებაზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე და რატომ არ უნდა შეგვეძლოს ჩვენი  ღირებულებები  ნაცნობი იყოს უცხოელისთვის, რომელიც ძალიან ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანა. 
ქმედებების ორგანიზაცია: საჭიროა გზებისა და ამოცანების დასახვა მიზნის მისაღწევად; პირველ რიგში აუცილებელია ოჯახის ისტორიის შესწავლა, მშობლებისგან, ბებიებისგან,ბაბუებისგან და ნათესავებისგან ოჯახზე  მონაცემების გაგება; დოკუმენტების,საოჯახო რელიქვიების,ფოტოების შესწავლა. მზა მასალის გადამზადება  რუსულ ენაზე.                                           
ქმედებების განხორციელება: ოსწავლეები ჯგუფში შეიმუშავებენ საერთო სამოქმედო გეგმას,თუ რა გზები, ეტაპები და ქმედებები უნდა განახორციელოს თითოეულმა მათგანმა. ქმედებები იწყება საოჯახო ალბომებში ძველთაძველი ფოტოების, წარწერებიანი  ფოტოების,საინტერესო წერილების მოძიებით. ბებიების,ბაბუების  ნათესავების,უხუცესი მეზობლების დახმარებით მოხდეს წინაპრების ვინაობის,სურათის გადაღების ვადების, ადგილმდებარეობის დადგენა. თუ რომელიმე მათგანის სურათი ისტორიულ ომშია გადაღებული, დადგინდება სად,როდის და რატომ იბრძოდა ან დაიღუპა ეს ადამიანი; შემდგომ შეისწავლიან თუ რა განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით გამოირჩეოდა მათი წინაპარი და რას საქმიანობდა ის; ასევე მოსწავლეები შეეცდებიან გაიგონ,თუ როგორი იყო იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობის სტილი და ვარცხნილობა. კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები თავიანთი მოძიებული ფოტომასალებით, ისტორიული ფაქტებით და სხადასხვა საინტერესო ჩანაწერებით მოაწყობენ შეხვედრებს ჯგუფში და ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს,შეაჯერებენ აზრებს,გამოყოფენ საერთო იდეებს,ჩამოაყალიბებენ თავიანთი კუთხის ისტორიას,დაადგენენ თუ რა საერთო ტრადიციები აქვს ამ ორ ქვეყანას,მონახავენ რუქაზე რუსესაქართველოს საზღვრებს.რუსული ენის მასწავლებელთან ერთად იმუშავებენ იმაზე,თუ როგორ მოამზადონ მასალა რუსულ ენაზე,რათა   რუს ტურისტთან საუბრის დროს  მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იყოს სტუმრისთვის ძალზედ საინტერესო  და შთამბეჭდავი.                                    

შედეგების პრეზენტაცია. ბოლოს გაიმართება პრეზენტაცია,სადაც თითოეული მოსწავლე წარადგენს თავის ნამუშევარს.                                                   

9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
რუსული ენა, ქართული ენა,ისტორია,ხელოვნება.                            
 რუსული ენა: 
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია. 
უცხ.ს.III.5. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის გაგება
.უცხ.ს.III.18.  მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი. 
უცხ.ს.III.21.  მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის კულტურულ რეალიებს.  
უცხ.ს.III.23.  მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი.
უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 
უცხ.ს.III.26.მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.               
ისტორია:მოსწავლეები  უკეთ გაეცნობიან XX საუკუნის პირველი  ნახევრის და შუა წლების საქართველოს ისტორიულ წარსულს.                                      
ხელოვნება: მოსწავლეებში ვითარდება შემოქმედებითი უნარები                                             
10. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ნონა ხუფენია
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: khupenianona@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: nonakhupenia.blogspot.com                                                                                                       

воскресенье, 9 апреля 2017 г.

გაკვეთილის გეგმა რუსულ ენაში

თემა:
ფიფქიას სიმღერა მულტფილმიდან "აბა დამაცადე", როგორც ავთენტური მასალა რუსული ენის გაკვეთილზე.
მიზანი: რუსულ  ენაზე  აუთენტური  ტექსტის  მოსმენის  უნარ-ჩვევების  განვითარება. 
მოსწავლეები მოისმენენ სიმღერას,აღადგენენ ტექსტში  ნაკლულ სიტყვებს, წაიკითხავენ ტექსტს და შეასრულებენ სიმღერას.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
IIუცხ.დაწყ.(II)5.მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს,პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს და ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას.
IIუცხ.დაწყ.(II)6.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება.შდეგი თვალსაჩინოა თუ,მოსწავლე ამოიცნობს მთავარ თემას,ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას. 
IIუცხ.დაწყ.(II)7.მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელების ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.მიუთითებს კონკრეტულ დეტალებს.
IIუცხ.დაწყ.(II)8.მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების სტრატეგიებისგამოყენება მიზნის შესაბამისად.შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს.
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1: გონებრივი იერიში(4 წთ.)
მოსწავლეები იხსენებენ ახალ წელთან დაკავშირებულ ფაქტებს და მოვლენებს, მილოცვებს და ა.შ.
აქტივობა 2.მულტფილმის ყურება (2წთ.) 
მოსწავლეები უყურებენ და ისმენენ სიმღერას.
აქტივობა 3. ლექსიკის განვითარება.(5წთ)
მოსწავლეები კითხულობენ და იმეორებენ სიმღერის ტექსტში მოსმენილ უცნობ სიტყვებს დაწერილს დაფაზე  და იწერენ ლექსიკონში.
აქტივობა 4. ცხრილის შევსება.(10 წთ) 
მოსწავლეები უყურებენ მულტფილმს და ავსებენ ცხრილს: Кто? Что? какой? Что делать?
აქტივობა 5. ტექსტის აღდგენა - ნაკლული ადგილების შევსება.(10 წთ)
მოსწავლეები ორჯერ ისმენენ სიმღერას და ავსებენ ტექსტში ნაკლულ ადგილებს.
აქტივობა 6. ტექსტის კითხვა.(7წთ)
კლასი კითხულობს სიმღერის ტექსტს ხმამაღლა.
აქტივობა 7. სიმღერის შესრულება(5წთ)
 მოსწავლეები რამდენჯერმე ასრულებს სიმღერას.
საშინაო დავალება: (2 წთ) სიმღერის ტექსტი ზეპირად.
შეფასება: (განმსაზღვრელი) საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით.      
გამოყენებული რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის დაფა, რვეული,
საწერკალამი, დაფა, ცარცი, სტანდარტის ფურცლები.